09:13 - 28 May, 2018
2018-02-14 11:45:59, 591 ნახვა
ისრაელის პოლიცია - საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წარედგინოს

ისრაელის პოლიციის განცხადებით, საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წარედგინოს.

ნეთანიაჰუს  კორუფციაში, თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

BBC-ის ცნობით, მასალები, რეკომენდაციებთან ერთად  პროკურატურას უკვე გადასცეს. 

ერთ-ერთი საქმე, სახელწოდებით “საქმე 1000“, ძვირფას საჩუქრებს შეეხება, რომლებსაც ნეთანიაჰუ საქმიანი წრეებისგან იღებდა. სისხლის სამართლის მეორე საქმეში - “საქმე 2000“ - საუბარია პრემიერმინისტრის მოლაპარაკებაზე ყველაზე გავლენიანი გამოცემის მესაკუთრესთან, რომ მთავრობის მოქმედებები დადებითი კუთხით გაეშუქებინათ. პოლიციის ვერსიით, პრემიერი მას სანაცვლოდ ისეთი კანონის მიღებას დაჰპირდა, რომელიც გამოცემის კონკურენტს შეზღუდავდა.

წარდგება თუ არა ისრაელის პრემიერმინისტრი სასამართლოს წინაშე, ამას პროკურატურა გადაწყვეტს.

მანამდე ნეთანიაჰუმ მოსახლეობას ტელეეკრანიდან მიმართა და განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული საქმეები მალე ჩამოიშლება, რადგან პოლიციის რეკომენდაციას იურიდიული ძალა არ აქვს.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ის 2019 წელს დაგეგმილ არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გიორგი კვირიკაშვილმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და იოჰანეს ჰანმა სტენდზე გულები დახატეს
იუნკერი: მიკროფინანსური დახმარებისთვის ჩვენ გამოვყოფთ 45 მილიონ ევროს
ვილნიუსის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა (ფოტო)

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics