00:46 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 14:46:32, 1735 ნახვა

საზოგადოება
პროფკავშირებმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის გაუმჯობესების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია - „გახადე შრომა უსაფრთხო!“ გამართეს.

აქციის მონაწილეებმა უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. მათი თქმით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, შრომის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

ამასთან, აქტივისტებმა "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის გაუმჯობესების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

"ერთი კვირის წინ პარლამენტთან გავმართეთ აქცია და გავაფრთხილეთ სახელმწიფო, რომ მას რაც შეიძლება მალე უნდა მიეღო არსებითი კანონპროექტი. მან ეს ისევ არ გააკეთა და კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა სამუშაო ადგილზე. მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი ვერ მოახერხებს დასაქმებულების უსაფრთხოების ნორმების დაცვას სამუშაო ადგილზე. სწორედ ამიტომ, მოთხოვნებთან დაკავშირებით ასევე ვაგროვებთ ხელმოწერებს. ვაკეთებთ პეტიციას და ასევე პერმანენტულად გავაგრძელებთ აქციებს. ვითხოვდით, რომ გავრცელების არეალი - მძიმე, მავნე და საშიში არეალი, გაფართოებულიყო და გავრცელებულიყო ყველა დასაქმებულზე. რეალურად ხდება ის, რომ ამ გაწელვის პროცესში ისინი ცდილობენ პირიქით შეავიწროვონ ეს არეალი და მხოლოდ მომატებული რისკის სამუშაო სივრცეებზე გააკეთონ კანონპროექტი. მეორე პრობლემა არის ის, რომ შრომის ინსპექტორებს ისევ არ ეძლევათ სამუშაო ადგილებზე უპირობოთ დაშვების შესაძლებლობა. პრობლემური არის ასევე სანქცირების სისტემა - რადგან მიზერული თანხები არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ დამსაქმებელი დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდეს. ერთადერი რაც დაგვრჩენია, ვიყვიროთ იქამდე, სანამ შედეგს ვერ მივიღებთ, იმისათვის, რომ კანონპროექტი იყოს რეალური და არა ფარსი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა ბექაურმა. 

 

ფოტო რეპორტაჟი




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics