23:43 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 14:35:32, 2298 ნახვა

მსოფლიო
„უკრაინაში დაბრუნების ხერხს მოვნახავ“ - სააკაშვილი ვარშავაში პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პრესკონფერენციას გამართავს, - ამის შესახებ NewsOne იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიტიკოსის პრესკონფერენცია თბილისის დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.

"რა თქმა უნდა მე უკრაინაში დავბრუნდები და აუცილებლად მოვნახავ ხერხს, რომ ეს გავაკეთო", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში.

მისივე თქმით, ის უკრაინაში ლეგალური გზით დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics