13:00 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 14:08:56, 1769 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს, - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მას ჰკითხეს - აქვს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი.

"მე ვუპასუხე, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ", - დასძინა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics