19:55 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 13:03:32, 1724 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას პროკურატურაც გაასაჩივრებს

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

სააპელაციომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. კერძოდ, მამალაძე დამნაშავედ სცნო პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, რითაც პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თუმცა, სახელმწიფო ბრალდება მამალაძის გასამართლებას ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ითხოვდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრებს:

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი შ.თ.- ს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია,  რომ  საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა გ.მ.-მ განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შ.თ.-ს მკვლელობა. 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შ.თ.-სთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გ.მ.-მ უმოკლეს ვადაში შეიძინა შ.თ.-ს მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი"-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი დაკავებულ იქნა სამართალდამცველების მიერ, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი".

გარდა აღნიშნულისა, გ.მ.-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,WALTHER-PP"-ს მსგავსად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი - 9x18 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა (ხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილი, 9 მმ კალიბრის 6 ცალი ვაზნა). 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისში, ბათუმის ქ.№5-ში მდებარე გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

შეგახსენებთ, რომ გ.მ.-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ სცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად  განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში,  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გ.მ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics