2018-02-13 11:46:30, 1222 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“ შესაძლოა, საზღვაო კომპონენტი დაემატოს
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit“ შესაძლოა, საზღვაო კომპონენტი დაემატოს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „სამხედრო სწავლებები სამხედრო მზადყოფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა ასეთი ბევრი იყო. პირველ რიგში, ეს არის „ღირსეული პატნიორი“ და „მტკიცე სული“ (agile spirit). თქვენ იხილეთ რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეებისა, ისე შეიარაღების, იყო აშკარად გაზრდილი წინა წლებთან შედარებით და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. განსაკუთრებით „მტკიცე სულის“ სწავლებების ფარგლებში, ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ბატონ ჯეიმს მატისთან (აშშ-ის თავდაცვის მდივანი) შეხვედრის დროს. ასე რომ ჩვენი ტენდენციები სამხედრო სწავლებების გაფართოების კუთხით მზარდია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ავტორი: , საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|