22:27 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 17:38:06, 2170 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით იგივე პოზიციაზეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ვეტოს განხილვამდე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაცია ჯერ არ შემდგარა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტმა დიალოგზე უარი არასოდეს უნდა თქვას. იგი აღნიშნული თემის ირგვლივ მეტ დისკუსიას მიესალმება, თუმცა, აცხადებს, რომ თავად იგივე პოზიციაზე რჩება. კერძოდ, მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია:

„ვეტოს განხილვამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაცია არ შემდგარა, ამიტომ, ვფიქრობ, ასეთ საკითხებს ყოველთვის უფრო მეტად ეხმარება მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია და მეტი საუბარი. არასოდეს პარლამენტმა დიალოგის კარი არ უნდა მიხუროს და მივესალმები,  რომ რამდენი შეხვედრაც იქნება საჭირო, იმდენი შეხვედრა და საუბარი შედგეს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააზრებული იყოს. მე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმ პოზიცაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენ  მივიღეთ, იყო სრულიად შესაბამისი კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების. რაც შეეხება  არის საჭირო, მიზანშეწონილი არის, არ არის,  ან რაიმე სხვა პოზიცია, დამატებითი არგუმენტები მოვისმინოთ თუ არა, მოვისმინოთ, მე არ ვარ წინააღმდეგი და მზად ვარ, რამდენი შეხვედრაც იქნება ამ საკითხებზე ვისაუბროთ იქამდე, ვიდრე საბოლოოდ  ვეტოს თაობაზე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. დღემდე მე სხვა ახალი არგუმენტი არ მომისმენია,არც შენიშვნებში არ არის სხვა, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არაფერი კანონსასწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტების კუთხით და კონსტიტუციის პრინციპებთან  მიმართებაში არ არის ცვლილებებში. აქ საუბარია იმაზე, უკეთესია თუ არა, მიზანშეწონილია თუ არა, მიზანშეწონილობის, ან უკეთესობის, ან სასურველობის ფორმატში, თუ კიდევ უნდა დაიგეგმოს შეხვედრა, დაიგეგმოს, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“,-განაცხადა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics