17:04 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-11 14:15:11, 1848 ნახვა

საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორი ცენტრსა და ზოგიერთ კლინიკას შორის გარიგებებს გამორიცხავს

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მაკა გვარამია ცენტრის მისამართით ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს.

როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მაკა გვარამიამ განაცხადა, საუბარია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მფლობელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, თითქოს, ცენტრის ხელმძღვანელობა სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებაშია შესული და პაციენტები მხოლოდ მათთან გადაჰყავთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასაშუალებებით ძალიან აქტუალურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოსდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა კონკრეტულ კლინიკებთან არის გარიგებული და პაციენტების შეყვანა მხოლოდ ამ კლინიკებში ხდება, რაც აბსოლუტური სიცრუეა“, - აღნიშნა მაკა გვარამიამ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთადერთ არგუმენტად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა მოყვანილი, რომელიც მთლიანად, ქვეყანაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემას ეხება და 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს.

„მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ ერთადერთი რამ - ეს არის აუდიტის დასკვნა, რომელიც 2014-2015 წლების დასკვნაა და მოიცავს არა მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე გაკეთებულ რჩევებს, არამედ ეს არის ზოგადად, სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის მისაღებია და ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას ვიწყებთ“, - განაცხადა მაკა გვარამიამ.

რაც შეეხება უკმაყოფილო სამედიცინო დაწესებულებების ბრალდებებს, თითქოს, მათ პაციენტთა ნაკადი უმცირდებათ, გვარამიას თქმით, ეს აბსოლუტური სიცრუეა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის შემხვედრი საჭიროებების გათვალისწინებით ხდება.

„რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, თითქოს, ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჰოსპიტალური სექტორი ფართოდ განვითარდა და კლინიკების რაოდენობამ იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემო შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტების კლინიკებში გადაყვანას  კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიებისა და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით ახორციელებს“, - განაცხადა მაკა გვარამიამ.

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცილისმწამებლური განცხადებები ცენტრში დასაქმებული ექიმების ღირსებას ლახავს, რომლებიც მოქალაქეთა დასახმარებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - 7 წლის წინ ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ საშუალება თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში
ოდიშარია - ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და აშშ არ გაუშვეს - აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics