23:45 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 10:21:00, 1842 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფექტურად აღკვეთს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას

„ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა საქართველოს კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რაც  ავტოკრატიული რეჟიმის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა წინა ხელისუფლებებს.  კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო რეფორმა იყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა.

„საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა. ამ რეფორმის მიხედვით, ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს დრამატულად მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელიც საქართველოს თავიდან აარიდებს ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში.ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ავტოკრატიული რეჟიმის შესაძლებლობას აძლევდნენ. ახლა კი, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს. აღარ იარსებებს არანაირი შესაძლებლობა, საქართველოში დამყარდეს ავტოკრატიული მმართველობა - საპარლამენტო მმართველობის სისტემისა და პროპორციული არჩევნების ფონზე, ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ეფექტურად იქნება თავიდან აცილებული",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics