16:00 - 19 Feb, 2018
2018-02-06 16:39:27, 349 ნახვა
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ 2018 დაიწყო

 „თიბისი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან შეუძლიათ.

პრემია "საბას" წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. "საბა" 2017 წლის საუკეთესო ავტორებსა და წიგნებს სწორედ ფრანკფურტში გამოავლენს.  

საკონკურსო წიგნების რეგისტრაციისთვის კონკურსანტებმა ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე - saba.com.ge უნდა შეავსონ. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას" ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს. საკონკურსო წიგნების სია თებერვლის ბოლოს „საბას" ვებგვერდზე (saba.com.ge) გამოქვეყნდება, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად, საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსდება  და საზოგადოებას საშუალება ექნება მათ გაეცნოს.

პრემია "საბას" დამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი აღნიშნავს, რომ კონკურსის ფრანკფურტში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისივე თქმით, მთელი ევროპული ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღება ქართული ლიტერატურისადმი და წიგნებისადმი იქნება მიმართული.

"ეს წიგნები და ლიტერატური იქნება წარმოდგენილი ფრანკფურტში, სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და "საბას" დაჯილდოებაც სწორედ ამიტომ ჩატარდება ამ ქალაქში, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ თანამედროვე ქართული ლიტარატურის პოპულარიზაცია და გაცნობა უცხოელი გამომცემლებისათვის და მკითხველისათვის. ეს არის მთავარი ღირებულება და მნიშვნელობა. ყველა ცვლილებები მორგებულია იმ კონტექსტზე რასაც ჰქვია ფრანკფურტი და იმ პროგრამაზე რაც აქვს საქართველოს ფრანკფურტში ამ დღეების განმავლობაში. ამიტომ მოლოდინი ძალიან დიდია და განსაკუთრებული "საბა" გვექნება 2018 წლის ოქტომბერში", - განაცხადა პოეტმა.

ამასთან, ფრანკფურტის პროექტიდან გამომდინარე, წელს ერთჯერადად, "საბას" კონკურსის პირობებში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოხდება.

როგორც "საბას" კონკურსის ორგანიზატორმა მაია ძირკველიშვილმა აღნიშნა, კონკურსს რამდენიმე ნომინაცია დაემატება.

"კერძოდ დაემატება ნომინაცია, რომელიც უცხოელი კონკურსანტების მონაწილეობას და ლიტერატორების დაჯილდოებას გულისხმობს. მაგალითად ქართული ლიტერატურის საუკეთესო ენოვანი კრიტიკა, ასევე ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოური გამომცემლობა. გარდა ამისა, "საბას" განაკუთრებული ნომინაცია -  ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, წელს გადაეცემა იმ ღვაწლმოსილ ლიტერატორს, რომელსაც ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი. ასევე არსებულ 2 ნომინაციას შეეხო ცვლილება - კერძოდ წლის საუკეთესო პიესა და წლის საუკეთესო კრიტიკა, წელს არ გაიცემა, თუმცა ის წიგნები რომლებიც წელს უნდა წარდგენილიყო "საბას" კონკურსზე გადავა მომავალ წელს. მომავალ წელს როდესაც "საბა" ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება, მოხდება მათი განხილვა. რაც შეეხება ელექტრონულ წიგნებს, ცალკე ნომინაცია აღარ გაიცემა, თუმცა ყველა ელექტონული წიგნი მოხვდება კონკურსზე იმ ჟანრის შესაბამის ნომინაციაში, რა ჟანრსაც განეკუთნება", - განაცხადა მაია ძირკველიშვილმა.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი, ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან, რომლებიც "თიბისი ბანკისგან", „საბას" პრიზითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან.

ცნობისთვის, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" "თიბისი ბანკმა" 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას"მე-16 კონკურსი ჩატარდება.

 

(R)



სოციალური ქსელები
კომენტარები



„პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“ - მუსტაფა ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
საუდის არაბეთში ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს
პაკისტანი ალაჰისადმი მორჩილების გამომხატავ რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს პირველად გაუშვებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics