18:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 10:19:28, 3526 ნახვა

კულტურა
დღეს ქართველი ტენორის თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, 18:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრში, ოპერის სოლისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, აღიარებული ქართველი ტენორის - თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

საღამოზე შესრულდება ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ტოსკა“ პირველი მოქმედება და რუჯერო ლეონკავალოს ოპერიდან „ჯამბაზები“ მეორე მოქმედება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მოწვეული სოლისტი - თამარ ივერი, ოპერის თეატრის სოლისტები - სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი; სტაჟიორი გიორგი ჭელიძე; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი, მოწვეული მაესტროს - ვიქტორ პლოსკინას (ბელარუსი) დირიჟორობით. საღამოს დაასრულებს ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ოპერის თეატრის წინ.

თეიმურაზ გუგუშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო ვოკალის ფაკულტეტი, 1984 წელს კი ასპირანტურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). 1982 - 83 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში ჯულიეტა სიმიონატოს ხელმძღვანელობით. 1978 წლიდან თეიმურაზ გუგუშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიის სოლისტია. იგი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, სოლო სიმღერის კათედრის გამგე.
თეიმურაზ გუგუშვილი არაერთხელ წარდგა უცხოელი მსმენელის წინაშე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდი ქალაქის, აგრეთვე დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ოპერის თეატრების სცენაზე. მის შემოქმედებას კარგად იცნობენ უცხოეთში. თეიმურაზ გუგუშვილის ცხოვრება დღემდე დატვირთულია არაერთი საგასტროლო ტურნეთი. მომღერლის ფართო და მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: „სევილიელი დალაქი“ (ალმავივა), „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი), „აიდა“ (რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „პიკის ქალი“ (გერმანი), „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი), „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი), „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ქეთო და კოტე“ (კოტე), „მინდია“ (მინდია), „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი) და სხვა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics