02:02 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 10:55:37, 2046 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი: Brexit-ის საკითხზე მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, Brexit-ის საკითხზე ქვეყანაში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - ამის შესახებ Bild იუწყება.

როგორც მეიმ აღნიშნა, ბრიტანეთს ევროკავშირთან პარტნიორობა სურთ.

„არა, მეორე რეფერენდუმი არ იქნება. პარლამენტმა ბრიტანულ საზოგადოებას არჩევანის საშუალება მისცა, მან კი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას. ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობა გვსურს. გაერთიანებული სამეფო „ყველა ხიდის დაწვას“ არ აპირებს. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics