13:21 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 16:16:43, 2581 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ - დაკავებულია 16 პირი

ბრიუსელში პოლიციის გაძლიერებულ პატრულზე 40 მიგრანტის თავდასხმის შედეგად ორი ბელგიელი პოლიციელი დაიჭრა, - ამის შესახებ Tass იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარის შემდეგ 16 ადამიანი დააკავა. დაკავებულები - სუდანიდან და ეთიოპიიდან არიან.

მედიის ცნობით, ექვსი პოლიციელისგან შემდგარმა ჯგუფმა რამდენიმე საეჭვო პირი შენიშნა, რომლებიც ავტოსადგომზე გაჩერებულ ერთ-ერთ სატვირთო ავტომობილში შეღწევას ცდილობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ სატვირთო ავტომობილი დიდ ბრიტანეთში მიემართებოდა.

სააგენტო წერს, რომ პოლიციელები შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გაჩერდნენ, რა დროსაც მათ ტყიდან გამოსული, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული 40 მიგრანტი დაესხათ თავს.

სამართალდამცველები თავს რეზინის ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით იცავდნენ. პოლიციელებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ამის შემდეგ მიგრანტები ტყეში მიიმალნენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics