10:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 15:51:03, 2066 ნახვა

მსოფლიო
პუჩდემონი: კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელობას ბრიუსელიდანაც შევძლებ

კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ ავტონომიის ხელმძღვანელობას ბრიუსელიდანაც შეძლებს, რადგან  „ახალი ტექნოლოგიები ასეთ შესაძლებლობას იძლევა“.

Catalunya Radio-სთან ინტერვიუში მიცემულ ინტერვიუში პუჩდემონმა აღნიშნა,  რომ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ციხის საკნიდან მართვას ჯობია.

„დღეს მსხვილი პროექტები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იმართება. ასეთი პირობები არ მომწონს, მაგრამ სჯობს ვუხელმძღვანელო მთავრობას ბრიუსელიდან, ვიდრე ციხიდან. პარლამენტის რეგლამენტში ამას არაფერი არ ეწინააღმდეგება. ციხიდან მე ვერაფერს გავაკეთებ, აქ კი მუშაობა და ინსტიტუტების ღირსების დაცვა შემიძლია“, - განაცხადა პუჩდემონმა.

პუჩდემონის თქმით, მას, როგორც დეპუტატს,  ყველანაირი უფლება აქვს მთავრობის თავმჯდომარე გახდეს. 

„კანონიერად შემიძლია მივიღო მონაწილეობა და იმედია ამის უფლებას, როგორც დეპუტატს, ისე მომცემენ. მე შემიძლია ვიყარო კენჭი,  კატალონიის ხელმძღვანელის პოზიციაზე“,– განაცხადა პუჩდემონმა. 

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ის მართმსაჯულებას არ ემალება.

„მე მართლმსაჯულებას არ ვემალები. ბელგიაში ჩემი ნებით ჩამოვედი და როდესაც ჩემი დაკავების ორდერი გაიცა, მე შესაბამის ორგანოებში გამოვცხადდი, მაგრამ შემდეგ ესპანეთის მთავრობამ ორდერი უკან გაიწვია“, - აღნიშნა კარლეს პუჩდემონმა.

მისივე თქმით, კატალინიის დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვის.

„იმედს არ ვკარგავ.  რატომ უნდა დავნებდეთ? უარს ვერ ვიტყვი იმაზე, რასაც ხალხმა ხმა მისცა“, - განაცხადა პუჩდემონმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics