16:07 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 18:45:23, 3237 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“ გრძელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“ განაგრძობს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ერთიანი საარჩევნო სიის გადაცემაა. სააგენტოს მიერ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, ცესკო უზრუნველყოფს კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეების გადანაწილებას საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით. ამდენად, მისამართზე რეგისტრაცია მოქალაქის საარჩევნო სიაში მოხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების დაზუსტებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით, 2018 წლის 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე სააგენტოში მიმდინარეობს აქცია, რომელიც პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადების საფასურის გადახდისგან ათავისუფლებს მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომლებსაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა აქვთ. მათ შორის არიან რეგსიტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კონკრეტულ მისამართზე.

პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც 27 აგვისტოს საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა რეგისტრაციიდან მოხსნილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ხელახლა გაიარა რეგიტრაცია და პირადობის მოწმობის მისაღებად ჩააბარა განაცხადი, რომლის საფუძველზეც დარეგისტრირდება ამომრჩეველთა სიაში.

2018 წელს მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აქციით ისარგებლა 2100–ზე მეტმა რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქემ. საერთო ჯამში, 2016 წლიდან დღემდე 14500–ზე მეტმა რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქემ სრულიად უსასყიდლოდ აიღო ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დარეგისტრირდა კონკრეტულ მისამართზე.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics