06:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 10:29:31, 2277 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი?!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გადაცემა „არჩევანში“ გამოეხმაურა.

 მარგველაშვილის განმარტებით, შეწყალების კომისია არ ასრულებს სასამართლოს ფუნქციას.

„შეწყალების კომისია არ ასრულებს სასამართლოს ფუნქციას. ჩვენ არ გვაქვს კვალიფიკაცია, არც შესაბამისი პროცედურა, რომ  ვიყოთ მოსამართლეები,   მაგრამ შინაგანი განცდა, რომ რამდენად სამართლიანია ამ ადამიანის მიმართ სახელმწიფო  ეს რა თქმა უნდა ჩემშიც და თოთოეული შეწყალების კომისიის  წევრშიც არის.

ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი  ვიქნებოდი? !

მე როდესაც ხმას მაძლევდნენ, ჩემი პოლიტიკური წარსული იცოდნენ?! იცოდნენ, რომ არ მომწონდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და ვაკრიტიკებდი ბევრი წლის განმავლობაში,  იმიტომ რომ  უამრავი პატიმარი ჰყავდათ. ეს არ იცოდნენ?  არ იცოდნენ, რომ ვამბობდი, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ ძალიან მკაცრი არის მოქალაქეების მიმართ?! ამ ფონზე ვის გაუკვირდა ჩემი რეკორდსმენობა?! ამ საარჩევნო კამპანიას ვინც აწარმოებს, რა ლოგიკით აზროვნებს ძნელია ცოტა  ამის განსაზღვრა. იმ ფონზე, როდესაც ვკითხულობდი, რატომ არის ამდენი პატიმარი, შემდეგ რომ პატიმრების გამოშვებას დავიწყებდი, რატომ გაუკვირდათ?!  რა ეგონათ როგორც ბევრმა მათგანმა გააგრძელა მიშას ტრადიციებით, მეც თანამდებობაზე, რომ მოვიდოდი ვიქნებოდი იმით აღტაცებული, რომ ადამიანები ციხეში ისხდნენ?! ამ ფონზე მიგეგმავენ საარჩევნო კამპანიას, რომ თურმე რეკორდსმენი ვარ ადამიანების გამოშვებაში?! ეს კომიკურია.  ვარ რეკორდსმენი და ვიქნები. ციხეში, რომ ბულბულები სხედან, ეს მარტო კომუნისტების დროს იყო სიმღერა, ციხეში სხედან ადამიანები, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. ზუსტად ამაზე  ვსაუბრობდით ჩვენ,  როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, თუ რატომ იჭერდნენ ორი  ქათმის და სამი  კაბელის ქურდობაზე და რატომ აძლევდნენ 20 წელს? ეგრე როგორ უნდა დაგავიწყდეს ყველაფერი, როდესაც ოპოზიციაში იყავი? ამ ფონზე რომ მიგეგემავენ პიარკამპანიას,  რომ თურმე რეკორდსმენი ვარ ლმობიერებაში, არ მესმის ვისთვის არის ეს გასაკვირი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics