22:28 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 09:31:28, 2157 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილს პიჯაკების და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი?!

 „რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გამო ვიჭერთ, ამის მერე მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მართლმსაჯულებაში მიცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

პრეზიდენტმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პროკურატურამ მოსთხოვა გრიფის მოხსნა, თუმცა მაშინ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.

„სასამართლო პროცესს არ უშლიდა ხელს ის, რომ გრიფი ედო. გრიფის მოხსნა იყო მარტო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ეს პიჯაკები და ევროპა და ამერიკა ყოფილიყო შოკში იქიდან გამომდინარე, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა პიჯაკები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულმა საქმემ ბევრჯერ ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში.

„ჩემი უხერხულობა კიდევ ერთი საკითხია. მეორე საკითხი, რა არის იცით, ამ გრიფის მოხსნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, ამის მერე, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუნდაც, ზურაბ ადეიშვილის სახელი ამოიღეს წითელი ცირკულარის ძიებიდან.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ორ სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობდით. მე პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი? „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ არ მომწონდა, რომ სუშის ყიდულობდნენ ძვირად? მე არ მომწონდა რომ ტელევიზიები შტურმით იღებოდა, მე არ მომწონდა რომ მიტინგების შემდეგ  ქუჩაში რჩებოდა გარდაცვლილი ხალხი და არ მომწონდა იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი ციხეში იჯდა“,-განაცხადა მარგველაშვილმა.  

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics