03:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 12:07:37, 2162 ნახვა

პოლიტიკა
Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა. კერძოდ, 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული.

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს 7-დან 3 ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს უფრო მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი, ნაკლებად).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო შესწორებები დაამტკიცა, რაც „მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოს გახდის, რომ გატეხილი ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს“.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთრალის საქმეზე, რომელიც თბილისიდან გაიტაცეს და მოგვიანებით აზერბაიჯანში აღმოჩნდა. მუხთარლის რამდენიმე დღის წინ 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics