03:52 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 21:07:01, 4890 ნახვა

საზოგადოება სპეციალური ანონსი
16 იანვრის ანონსი

16 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და აპარატის თანამშრომლები პანკისის ხეობის სოფელ დუისში მიემგზავრებიან.

დაგეგმილია შეხვედრები: 12:00 საათზე მაჩალიკაშვილების ოჯახთან, 13:30 საათზე ყოფილი კულტურის სახლში ადგილობრივ პედაგოგებთან და ქალთა საბჭოსთან, 15:00 საათზე უხუცესთა საბჭოსთან, ხოლო 16:00 საათზე, სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს დუისის მეჩეთში შეხვდება.

16 იანვარს, 14:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრებიან. მისამართი: მარშალ გელოვანი ქ.N6ა, სასტუმრო „ბომონდ გარდენი“

16 იანვარს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამო და  ოლიკო ჟღენტის  წიგნის, "ნიღბის მიღმა" პრეზენტაცია გაიმართება,

რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც.

 მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics