12:08 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 17:59:37, 1989 ნახვა

პოლიტიკა
„იმედი მაქვს, პარლამენტი ვეტოს კარგად გაიაზრებს“ - პრეზიდენტის შენიშვნები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე

საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების შინაარსზე ისაუბრა.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მან კანონს ვეტო 2 ძირითადი საკითხის - მედიის სარეკლამო ბაზრისა და შესყიდვების გამო დაადო.

მისი შეფასებით, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციის პრობლემას ქმნის.

"დარჩა 2 ძირითადი საკითხი, რომელიც დღესაც, ჩემი აზრით, ამ კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი. პირველი ეხება მედიის სარეკლამო ბაზრის საკითხს. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს არის ნამდვილად ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტის მეშვეობით ვაფინანსებთ. თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში იმ ბაზარზე, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, ეს ბაზარი არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარში კონკურენციაში შესულია არა ერთი დამოუკიდებელი, კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან, ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მოთამაშე ამ კონკურენტულ ბაზარზე, ჩემი აზრით პრობლემურია. პირველ როგში პრობლემურია იმიტომ, რომ მედია მრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რადგან მედია ნამდვილად ასრულებს მეოთხე ხელისუფლების როლს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ მას არ ექნება საარსებო რესურსი და მედია მრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. საზმაუ როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე ძალიან მნიშვნელოვან სიკეთესთან  - მედია მრავალფეროვნებასთან. როდესაც ასეთი პრივილეგირებული მოთამაშე, რომელიც უკვე დაფინანსებულია ბიუჯეტის ფულით, თან მინდა აღვნიშნო, რომ ეს დაფინანსება იმდენად დიდია, რომ მთელ სარეკლამო ბაზრის ფაქტიურად ნახევარს წარმოადგენს, როდესაც ასეთი მოთამაშე შედის ბაზარში, ბუნებრივია, რომ კონკურენცია ზარალდება და შეიძლება შედეგად მივიღოთ მედია დივერსიფიკაციის, სიკეთის დაზარალება, რაც მიუღებელია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს:

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამწუხაროდ კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი, არის შესყიდვების საკითხი. ვეთანხმები იმ მოსაზრებას,  რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ უქმნის პრობლემას როგორც მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ. თუმცა, ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და ჩვენ უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით, 2019 წლიდან ჩვენი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს. ის რასაც გვთავაზობს არსებული კანონი, არის არა ჩანაცვლება ხისტი, არსებული კანონისა უკეთესი ევროპული სტანდარტით, არამედ საერთოდ გაუქმება იმ რეგულაციების, რომლებიც შექმნილია, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ. მივესალმები, რომ იყოს ნაბიჯი წინ ევროპული სტანდარტებისკენ, მაგრამ ეს არ არის აღწერილი კანონში. დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს მაუწყებლის შესახებ კანონს, ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედია პლურალიზმის შესანარჩუნებლად და კონკურენციის მიზნით, ასევე სახელმწიფოს სახსრების ყაირათიანი ხარჯვის მიზნით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics