00:47 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-13 10:42:49, 2446 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს, აზერბაიჯანში ჩაიყვანეს და კონტრაბანდისთვის წაუყენეს ბრალი. ამ ბრალდებას ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლონ ბატონი აფგან მუხთარლი.

ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება გამჭირვალე და დროული“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ სასამართლომ თბილისიდან გატაცებულ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics