08:39 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 16:41:26, 3001 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია სახალხო დამცველს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.

მინისტრმა  სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.

„დღეს, სახალხო დამცველთან და მის მოადგილეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ - საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ჩვენი მოსვლის დღიდან, ეტაპობრივად, პრაქტიკაში დავიწყეთ. ვისაუბრეთ ასევე სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უკვე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის პრეზენტაცია, ფართო საზოგადოებისათვის, გაიმართება 23 იანვარს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა

ომბუდსმენის თქმით, შს მინისტრთან საუბარი სამომავლო თანამშრომლობის ფორმას შეეხო.

„მინისტრს ვესაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმაზე, ასევე იმ საკითხებზე რასთან მიმართებაშიც ჩვენ მოგვიწევს სამინისტროსთან ურთიერთობა. ჩვენ გამოვკვეთეთ ის საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც არის პრობლემატური განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის დროს. ასევე შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარების სისტემური ხედვა, აქცენტი გავაკეთეთ რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის და დახმარების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გავცვალეთ ჩვენი პოზიციები, და რა თქმა უნდა შევეხეთ, იმ ცალკეულ ინციდენტებს რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახმაურებული და პრობლემატური იყო. დავაფიქსირეთ ასევე ჩენი პოზიციები და მოვისმინეთ სამინისტროს ხედვები, ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშრებით რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილეები - თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

(NS) 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics