08:30 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 16:16:28, 2115 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ქუთაისში ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებზე განცხადებას ავრცელებს

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ გ.ბ.-ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით, პატიმრობით შეუცვალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის ქ. N7-ში  მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს - მ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი  დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - დ.გ.-ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში.

სამართალდამცავებმა გ.ბ. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სსკ-ის  126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა)“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics