18:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 15:47:20, 3428 ნახვა

ეკონომიკა
საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

საქართველოში ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქმიანობას განაგრძობს ახალი სახელით - „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital).

კომპანიის ახალი სახელი, „საქართველოს კაპიტალი“ უკეთ ასახავს კომპანიის ფოკუსს, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: „Georgia Capital PLC“ და „Bank of Georgia Group PLC“.

2018 წლის თებერვლის ბოლომდე „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლები, მენეჯმენტის გუნდის ჩათვლით, გადაინაცვლებენ ახალ სათავო ოფისში, მისამართზე: ტატიშვილის ქ. 3/5.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics