19:24 - 16 Jan, 2018
2018-01-12 15:33:43, 1295 ნახვა
აფგან მუხთარლის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

აზერბაიჯანში, ბალაკნის სასამართლომ თბილისიდან გატაცებულ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Haqqin.az იუწყება.

პროკურორი მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით აქვს წარდგენილი: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს.

მუხთარლის საქმეზე საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის ბაქოში დაკავება და გასამართლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოითხოვა. 

მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რუსეთში, ციმბირის სოფელ ოიმიაკონში -62 გრადუსი დაფიქსირდა
უმაღლეს რადასთან რუსეთის დროშა დაწვეს - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
კევინ სპეისი რასიზმში დაადანაშაულეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics