17:28 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 15:12:03, 1991 ნახვა

კომენტარი
„გირჩი“: იმედი გვაქვს, საქართველოში ჰუმანური რეფორმის გატარებას ვერავინ შეაჩერებს

„გირჩის" წარმომადგენელის ნიკა ობოლაძის განცხადებით, უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ უნდა იტანჯებოდნენ და არ უნდა ისჯებოდნენ.

მისივე შეფასებით, ადამიანი, რომელიც მოიხმარს რაღაც ნივთიერებას, დამნაშავე არ არის.

ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უნდა გატარდეს:

"ამ კონკრეტული კანონპროექტის მიხედვით, ასობით ადამიანი თავისუფლდებოდა საპატიმროდან. "გირჩი" მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს გაათავისუფლებს ციხიდან. ნებისმიერი მცდელობა, რომ  რომ ნარკოლიბერალიზაციის  პროცესი შევაფერხოთ,  მიუღებელია. ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ათასობით ადამიანს, რომელიც არის ამ რეპრესიული მანქანის მსხვერპლი",-აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით,   მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები  "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics