04:01 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 11:46:05, 1804 ნახვა

სამართალი
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ბაშალეიშვილი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გიორგი ბაშალეიშვილს კითხავენ.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბაშალეიშვილი არის ყოფილი პატრულ-ინსპექტორი, რომელსაც შემთხვევით გაუვარდა ტყვია და ბუტა რობაქიძის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სახელმწიფო ბრალდება  ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე საუბრობს.

„იგეგმება მოწმე ყოფილი პატრულ-ინსპექტორის გიორგი ბაშალეიშვილის დაკითხვა, რომლის  მხრიდანაც შემთხვევით გასროლილ ტყვიას შეეწირა ამირან რობაქიძე. იგი სასამართლოს წინაშე დაადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემობებს,  რაც უშუალოდ მან შემთხვევის ადგილზე ნახა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, მათ  შორის ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე ყოფნასთან დაკავშირებით. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე როდესაც მივიდა და ხდებოდა იქ მყოფი პიროვნებების დაკავება ცეცხლსაროლი იარაღი მათთან არ ყოფილა. ადასტურებს, რომ პატაკი, რომელიც შედგენილია მის მიერ, დაწერილია ზეწოლით და მასზე არსებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს“,-განაცხადა საქმის  პროკურორმა.

თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყანებაში ბრალდებულის, შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გურამ დონაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, ბაშალეიშვილი სიმართლეს იტყვის, რომ ბუტა რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ,  თვალის ასახვევად სცენები არავის დაუდგამს:

„დღევანდელი მოწმე, როგორც თქვენგან გავიგე, არის გიორგი ბაშალეიშვილი. ეს ის ადამიანია, რომელსაც საუბედუროდ გაუვარდა ტყვია შემთხვევით, მოხვდა ამირან რობაქიძეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. ვნახოთ, რას იტყვის დღევანდელი მოწმე, იმედია იტყვის სიმართლეს, იმ სიმართლეს, რაც ხდებოდა. იტყვის იმას, რომ მას არავინ დააჭერინა პისტოლეტი, რომ ხელმეორედ არ გაისროლა ტყვია და იქ სცენები რომ არავის დაუდგამს და ძალით არავის უცოცხლებია ამირან რობაქიძე, რათა ვინმეს რამე კადრი გადაეღო“,-აღნიშნა გურამ დონაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

პროკურატურის ცნობით, 2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა და საბოლოოდ ახალგაზრდები ბრალდებისაგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, როდესაც საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში ახალგაზრდებს ბრალი მოუხსნა.

ასევე პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში  დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე.

„საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ, თავლთმაქცურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის  ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად. ამის დასტურია ის, რომ საქმის აღძვრის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და 6 წლის მანძილზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს“,-ამბობენ პროკურატურაში.

2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,  საქმეზე  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს  უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა , ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს  უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე.

„აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ  მიქაძემ,   ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ,  ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა.   ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ  შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და  მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“,-აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics