10:52 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 20:30:44, 1958 ნახვა

სამართალი
სასამართლომ რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი ბრალდებული წარდგენილ ბრალს – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, არ აღიარებს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და  ბ.ბ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში  რ.ღ. მეგობრებთან ერთად  ქ. რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და  ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს,  საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი  შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.  შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც  პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერგასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას  ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით  ითვალისწინებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics