19:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 15:46:21, 2142 ნახვა

სამართალი
დაცვის მხარე ზურაბ იდოიძისთვის შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახმეტის რაიონის სოფელ  ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატი იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. თუმცა სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევდა, რომ არსებობდა მისი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე.

სასამართლომ პროკურატურის არგუმენტაცია სრულად გაიზიარა და ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდა.

მოხდა თუ არა იდოიძის დაკავება ტერორიზმის ხელშეწყობაში კიდევ ერთი  ბრალდებულის ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე-იდოიძის საქმის პროკურორი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო კამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს.

პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მტკიცებულებათა  შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს.

იდოიძეს ბრალდება  საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი,  რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. მანვე, გამოძიების ცნობით,  ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics