11:23 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 15:05:04, 2730 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით,იდოიძის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მისი მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. დაცვის მხარემ იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართელმ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.ადვოკატ დავით მოდებაძის თქმით, გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებენ. რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მოხდა იდოიძის დაკავება, არც ბრალდების და არც დაცვის მხარე საქმის შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს.მოხდა თუ არა იდოიძის დაკავება ასევე ტერორიზმის შელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე-იდოიძის საქმის პროკურორი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო კამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს.

იდოიძეს ბრალდება  საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი,  რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. მანვე, გამოძიების ცნობით,  ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics