12:13 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 14:22:49, 3317 ნახვა

საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ის გუშინ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბომბდამშენი მათ ჩამოაგდეს
რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია - მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების გადაყენების საკითხი
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics