04:10 - 23 Apr, 2018
2018-01-11 09:19:56, 818 ნახვა
თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი სოფელ დუისში, საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.

ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ.

მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გუშინ დილით გარდაიცვალა. როგორც ექიმმა აღნიშნა, გამთენიისას მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გარდაცვლილს ლევან სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, დღეს დილით იგი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზახაროვა:ტატუნაშვილის საქმემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა
48 წლის რეიჩელ ვაისი ორსულადაა
რიჩარდ გირი საიდუმლოდ დაქორწინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics