13:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 13:30:05, 2268 ნახვა

პოლიტიკა
10 მოქმედი და 2 ყოფილი პარლამენტარი 1000 ლარით დაჯარიმდა

საჯარო სამართლის ბიურომ 2017 წელს 287 ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. აქედან 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული და 3 დეკლარაცია დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე. მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად.

ბიუროს ინფორმაციით,  შემოწმდა საქართველოს პარლამენტის 14 წევრისა  და საქართველოს პარლამენტის ერთი თანამშრომელის - ჯამში 15 თანამდებობის პირის დეკლარაცია.

უარყოფითად შეფასდა 13  პირი(12 პარლამენტარი და ერთი საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი), არ დაჯარიმდა პარლამენტის 2 წევრი.

კერძოდ, 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ მოქმედ დეპუტატებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, მიხეილ ყაველაშვილს,  ზვიად კვაჭანტირაძეს, პაატა მხეიძეს, თამაზ ნავერიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს. ასევე პარლამენტის ყოფილ წევრებს თემურ მაისურაძესა და ვლადიმერ აჩბას.

მონიტორინგი ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და წერილობითი განცხადების საფუძველზე მოხდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics