03:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-03 19:32:50, 2104 ნახვა

კომენტარი
თეიმურაზ ბოლოთაშვილი: თბილისის არქიტექტურის სამსახურის ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი გენერალური გეგმის მიღებაა

დედაქალაქის მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიმართ გამოყენებული სანქცია ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურის, როგორც შემსყიდველის, ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი დოკუმენტის მიღებაა.  

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის 140 000 ლარით დაჯარიმება ჩვენი სურვილი არ ყოფილა. ეს ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულება იყო, ვინაიდან მეექვსე - საბოლოო ეტაპზე, დოკუმენტაციის „დახარვეზება“ მესამედ მოხდა. დღეს შესწორებულ დოკუმენტაციას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შენიშვნები იქნება გამოსწორებული. ვიდრე შემსყიდველისგან  ხარისხიანი დოკუმენტი არ ჩაგვბარდება, მანამდე მიღება-ჩაბარების აქტი არ  გაფორმდება“, - განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა. 

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის ათდღიანი ვადა მისცა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics