15:23 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-03 15:33:31, 2116 ნახვა

საზოგადოება
„აღმაშენებელზე მდებარე ეკლესია ჩვენია“ - სომეხთა ეპარქია მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

საქართველოს სომეხთა ეპარქია ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, - ამის შესახებ VestiKavkaza იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სარჩელი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეკლესია "ტანდოიანც სურბ ასტვაცაცინს" უკავშირდება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განცხადებით, აღნიშნული ეკლესია სომხურ ეპარქიას ეკუთვნის.

როგორც ეპისკოპოსმა აღნიშნა, ეკლესია მე-19 საუკუნეში აშენდა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ 2017 წლის ივლისში ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. სომხური ეპარქიის შეფასებით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება "უსამართლოა" და ეკლესია "მის კანონიერ მფლობელს უნდა გადასცენ". ეპისკოპოსის განცხადებით, მან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში ვიზიტად მყოფ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს მიაწოდა, თუმცა დასძინა, რომ "პრობლემა თავად ეპარქიამ უნდა მოაგვაროს".

"საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ არ შეისწავლა ტაძრის ისტორიული, კულტურული და რელიგიური კუთვნილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიჩნევთ როგორც უსამართლოს, არ მიიღებდა. პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრის დროს შექმნილი ვითარების შესახებ ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ - თუ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხი არ მოგვარდება, ჩვენ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ვთვლით, რომ ჩვენმა ეპარქიამ აღნიშნული საკითხი უნდა მოაგვაროს", - განაცხადა ეპისკოპოსმა.

ამასთან, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დასძინა, რომ "თუ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ეკლესია ეპარქიას არ დაუბრუნდება, სარჩელს ევროპულ სასამართლოში შეიტანენ".

ამ საკითხს საქართველოს პატრიარქის პრესმდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოში სომხური ეპარქიის სურვილს, სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით მშვიდად აღიქვამენ.

"მათ აქვთ უფლება სასამართლოს მიმართონ. ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებობს ყველა მტკიცებულება, რომ ეკლესია არის ქართული. თუ მართლა აპირებენ სარჩელის შეტანას, ჩვენ საქმეს მოვიგებთ და ეს მათი უდიდესი სირცხვილი იქნება", - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაობს ერთ-ერთი კომპანია საქართველოს საპატრიარქოს დავალებით ახორციელებს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - შარშან კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება დაფინანსების გასაჯაროებაზე
კალაძე - პარლამენტში ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა ელისაშვილის მონაწილეობით
პაპუაშვილი - საზოგადოებას შეეძლება უცხოურ დაფინანსებაზე მეტი ინფორმაციის მიღება, რათა ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ
ფოტიგა - ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა კონკრეტული მიმართულებიდან მოდის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics