12:58 - 20 Jan, 2018
2018-01-03 13:32:01, 233 ნახვა
დონალდ ტრამპი პალესტინელებს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ პალესტინა ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წარმართავს, ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს, - ამის შესახებ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, პალესტინა ამერიკის მიმართ სატანადო პატივისცემას არ ავლენს.

"ჩვენ მილიარდობით დოლარს ვუხდით არაფრის გამო არა მხოლოდ პაკისტანს, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც. ჩვენ ყოველწლიურად პალესტინას ასობით მილიონ დოლარს ვაძლევთ, მაგრამ ისინი ამას არ აფასებენ და პატივისცემასაც არ ავლენენ ჩვენს მიმართ. მათ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვაც კი არ სურთ. ჩვენ იერუსალიმის საკითხი დღის წესრიგიდან მოვხსენით, რაც მოლაპარაკებების რთული ნაწილი იყო. თუმცა, პალესტინელებს არ სურთ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვა, მაშ, რატომ უნდა გადავუხადოთ მათ ამდენი ფული?“ - აღნიშნა  ტრამპმა.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



მელანია ტრამპი პრეზიდენტის ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრია
ტერეზა მეი: ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას
გმირთა მოედნანზე, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics