17:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-31 18:08:57, 3004 ნახვა

საზოგადოება
ცნობილი ადამიანები, რომლებიც წლის ბოლო დღეს - 31 დეკემბერს დაიბადნენ

31 დეკემბერი წლის ბოლო დღეა. როგორც აღმოჩნდა, ამ დღეს ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა, რომლებმაც საზოგადოებას საკუთარი სახელი სხვადასხვა სფეროში დაამახსოვრეს. ჩვენ შევეცადეთ, მათი ბიოგრაფიიდან  საინტერესო ფაქტები ამოგვეკრიბა  და თქვენთვის გაგვეცნო.

ჩარლზ კორნუოლისი

1738 წლის 31 დეკემბერს  დაიბადა  ინგლისელი სამხედრო მეთაური და კოლონიალური გუბერნატორი ჩარლზ კორნუოლისი.

იგი  მონაწილეობდა ამერიკის რევოლუციაში. კორნუოლისების ოჯახი ერთ-ერთი წარჩინებული და მდიდართაგანი იყო და ბარონის წოდებას ატარებდა.

გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერი

1747 წლის 31 დეკემბერს დაიბადა    გერმანელი პოეტი გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერი- „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის მომხრე.

კაეტან კოზმიანი

1771 წლის 31 დეკემბერს დაიბადა  პოლონელი პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პროზაიკოსი კაეტან კოზმიანი.

ანრი მატისი

1869 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი ანრი მატისი. განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით.

მისი ტილოები, რომელზეც გამოსახულია ქალის ფიგურები, ნატიურმორტები და პეიზაჟები, თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

იგი ძირითად აქცენტს  კაშკაშა ფერების გამომსახველობაზე აკეთებდა.

სიმონ ვიზენტალი

1908 წლის 31 დეკემბერს დაიბადა  ავსტრიელი ებრაელი, არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ვიზენტალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო, შემდეგ სახელი გაითქვა ნაცისტების დევნით. იგი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იპოლიტე ხვიჩია

1910 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. 1932-36 წლებში თეატრებში ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი- "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება", ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი- "ორი ბატონის მსახური", "სასტუმროს დიასახლისი", ნაცარქექია, კოხტაია- "რაც გინახავს ვეღარ ნახავ! და სხვა.

1956 წლიდან იღებენ კინოში:"საბუდარელი ჭაბუკი", "მანანა", „ბურთი და მოედანი“, "თხუნელა", "თოჯინები იცინიან",  "არ დაიდარდო", "ფეოლა",  "მხიარული რომანი", "პირველი მერცხალი",  "დათა თუთაშხია" და სხვა.გარდაიცვალა 1985 წლის 1 თებერვალს.

იაკობ ტრიპოლსკი

1919 წლის 31 დეკემბერს დაიბადა  ქართველი მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი.

შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მ. შ. მანუჩა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), იასონი (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“ დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვა.

კინოში იღებენ 1943 წლიდან. როლები: თეიმურაზი („ქეთო და კოტე“), პროფესორი („ჭრიჭინა“), ი. სტალინი („მიზნის არჩევა“), ზურაბ გურგენიძე („ქალის ტვირთი“), თორღვაი („ხევისბერი გოჩა“) და სხვა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

გარდაიცვალა 1988 წლის 4 მარტს.

სემიონ ფარადა

1933 წლის 31 დეკემბერს დაიბადა რუსი და საბჭოთა მსახიობი სემიონ ფარადა. იგი 2009 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ენტონი ჰოპკინზი

1937 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ბრიტანელი და ამერიკელი მსახიობი, კომპოზიტორი და რეჟისორი ენტონი ჰოპკინზი.

ჰოპკინზი აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად. იგი ცნობილია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლექტერის განსახიერებით 1991 წლის ფილმში კრავთა დუმილი, რომლისთვისაც მან მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ოსკარის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.

მისი ფილმებიდან აღსანიშნავია ადამიანი სპილო, დრაკულა, შემოდგომის ლეგენდები, დღის ნარჩენები, ზოროს ნიღაბი, მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი, გაყინული გულები, ნიქსონი, გადატეხა და სხვ. 2003 წელს მას გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

სერ ალექსანდერ ჩეპმენ ფერგიუსონი

1941 წლის 31 დეკემბერს დაიბადა შოტლანდიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი სერ ალექსანდერ ჩეპმენ „ალექს“ ფერგიუსონი. ფერგიუსონი 1986-2013 წლებში 27 წლის განმავლობაში იყო საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი. ამ პოსტზე მუშაობისას ალექს ფერგიუსონმა მრავალი ტიტული მოიგო და მრავალ რეკორდს ფლობს. მან „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია. მისი აღზრდილია ცნობილი ფეხბურთელები რაიან გიგზი, დევიდ ბეკჰემი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი, გერი ნევილი, როი კინი, რიო ფერდინანდი, უეინ რუნი, კრიშტიანუ რონალდუ.

ბენ კინგსლი

1943 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ინგლისელი მსახიობი ბენ კინგსლი. მისი ნამდვილი სახელია კრიშნა პანდიტ ბხანჯი. 40 წლიანი კარიერის მანძილზე მიღებული აქვს ოსკარის, გრემის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები.

ტეილორ ჰეკფორდი

1944 წლის 31 დეკემბერს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი ტეილორ ჰეკფორდი დაიბადა.

კონი უილისი

1945 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ამერიკელი ფანტასტიური ჟანრის მწერალი კონი უილისი.

დონა სამერი

1948 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. რიტმ-ენდ-ბლუზის“ (Rhythm and blues და „დისკოს“ (Disco) შემსრულებელი დონა სამერი.

ველ კილმერი

1959 წლის 31 დეკემბერს დაიბადა  ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი. პირველად კინოში 1984 წელს გამოჩნდა, როდესაც ითამაშა ფილმში Top Secret! 1986 წელს კილმერი მონაწილეობდა ფილმში Top Gun (მთავარ როლში ტომ კრუზი). ფილმის „ვილოუს“ გადაღებისას მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ინგლისელი მსახიობი, ჯოან უოლი.

გიტარისტი სკოტ იანი

1963 წლის 31 დეკემბერს დაიბადა-ამერიკული ტრეშ-მეტალ ჯგუფ Anthrax-ის   ლიდერი და გიტარისტი სკოტ იანი.

ნიკოლოზ ცისკარიძე

1973 წლის 31 დეკემბერს საქართველოში დაიბადა ბალეტის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე.

დედა – ლამარა ცისკარიძე – იმედისმომცემი ფიზიკოსი იყო, მუშაობდა ობნინსკის სამეცნიერო ცენტრში. ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო მისთვის მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და ამიტომ თბილისში დაბრუნდა, სადაც ფიზიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა სკოლაში. ნიკოლოზ ცისკარიძეს მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, ატარებს დედის გვარს.

ნიკოლოზ ცისკარიძე უკვე ცნობილი მოცეკვავე იყო ინგლისში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, როდესაც პირველი გასტროლი მშობლიურ ქალაქში გამართა. 1995 წლის 15 და 18 ნოემბერს მან ჯეიმსის პარტია შეასრულა ბალეტ „სილფიდაში“. 1996 წლის 20 აგვისტოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნიკა ცისკარიძემ იცეკვა დებიუსის „ნარცისი“, ხოლო ტატიანა ტერეხოვასთან ერთად – „სილფიდა“. 1999 წლის 28-29 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა პეტრე ჩაიკოვსკის უკვდავი „მაკნატუნას“ (ქორეოგრაფი –იური გრიგოროვიჩი; მხატვარი – სოლიკო ვირსალაძე) პრემიერა, მთვარ პარტიებს ასრულებდნენ ნატალია არხიპოვა (მარი) და ნიკა ცისკარიძე (მაკნატუნა).

ქართული და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის, მოსკოვის დიდი ბალეტის წამყვანი სოლისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსეთის სახალხი არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე 2003 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

2012 წლის 14 იანვარს მოსკოვში სლავური ლიტერატურისა და კულტურის საერთასორისო ფონდმა სახელგანთქმული მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე წმინდა ნინოს ორდენით დააჯილდოვა.

თეონა ნოზაძე




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics