07:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-31 15:40:05, 5295 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: 2017 წელს ტრადიციულად პრეზიდენტის ინსტიტუტისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად ვიბრძოდით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განვლილი, 2017 წელი შეაჯამა.

მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისა და მხარდაჭერისათვის უწევდა ბრძოლა.

 "ტრადიციულად გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები დაცულია. იყო დრამატული პერიოდიც, როდესაც სრულიად ხელოვნური, ერთწლიანი პროცესით მოხდა კონსტიტუციის ცვლილებების ინიცირება. კონსტიტუციისა, რომელიც არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ და არც მე და რომელზეც ვეტოს უფლება გამოვიყენე. ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით. ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია, პარამეტრებზე ვსაუბრობ, მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა მოქალაქეებისთვის, მაგრამ პარამეტრები უკეთესია, ვიდრე ველოდით. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით. 2018 წელი მე თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლება, რომელიც გულისხმობს გააზრებას იმისა, რა უნდა ვაკეთოთ, აი ამ ძირითადებზე შევთანხმდეთ, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics