09:20 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-30 20:53:49, 4339 ნახვა

საზოგადოება
როგორ შევხვდეთ და რას უნდა ველოდოთ 2018 წლისგან - ასტროლოგის რჩევები

2018 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით ყვითელი ძაღლის წელია. დამდეგი წლის სიმბოლო ნატურით ძალიან ერთგული და შრომის მოყვარეა, ასევე მიზანდასახული და მებრძოლი. ასტროლოგების ცნობით, ძაღლი ჩინურ და იაპინურ ჰოროსკოპში ფხიზელ გონებას, საკუთარი გარემოს დაცვას, მეგობრების და ახლობლების პატივისცემას, სიმართლის სიყვარულსა და ფინანსების გონივრულ გამოყენებას განასახიერებს. 2018 წელს მნიშვნელოვანია ურთიერთობები და მეგობრების შეძენა. სპეციალისტები გვირჩევენ, მომავალ წელს ბევრი ვიმოგზაუროთ და გაბედულად წამოვიწყოთ ნებისმიერი საქმე. საერთო ჯამში, ძაღლის წელი ცეცხლოვან მამალთან შედარებით ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება.

 "ექსპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, თუ როგორი ახალი წელი გველოდება წინ, ამიტომ ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს დაუკავშირდა.

ასტროლოგის თქმით, იმისთვის, რომ 2018 წელმა ბედნიერება, სიყვარული და კეთილდღეობა მოიტანოს ნებისმიერ საკითხს მოთმინებით, დიპლომატიურად და კეთილსინდისიერად უნდა მივუდგეთ.

"წლის მთავარი ფერი არის ყვითელი, რომელიც ჩინურ ასტროლოგიაში მიწის სტიქიას განასახიერებს. მიწის სტიქია ნაყოფიერებისა და სტაბილურობის ნიშანია, ამიტომ ეს წელი ჩვენგან სტაბილურობას, რეალიზმს, შრომისმოყვარეობის, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს. ძაღლის წლის ფერებია ყველა ის ფერი, რომელიც მიწის სტიქიას უკავშირდება, კერძოდ კი, ყვითელი, ხაკი, მდოგვისფერი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი და ოქროსფერი. ძაღლის დადებითი თვისებებია: ერთგულება, თავგანწირვა, სინდისიერება შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, მიზანდასახულობა, გულწრფელობა. რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, ესენია: ინერტულობა, უენერგიულობა, გაუბედაობა, ყოყმანი, წარმოსახვის სიმცირე. აღსანიშნავია, რომ ამ წლის განმავლობაში თქვენ მოგიწევთ მოვლენების უფრო ობიექტურად დანახვა. ძაღლი მეგობრული ნიშანია და ამიტომ ყველაფრის გადაწყვეტა არა ეგოისტურად, არამედ კომპრომისებით მოგვიწევს. მას არ უყვარს უსამართლო ადამიანები, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ ობიექტურები, წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ დანაკარგები, როგორც მატერიალური, ისე სასიყვარულო თვალსაზრისით. თუ გსურთ, რომ წელმა მშვიდად ჩაიაროს, უნდა ეცადოთ მაქინაციების გარეშე იმოქმედოთ", - განაცხადა ვაწაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი შეცდომის დაშვების ალბათობა არსებობს შემდეგ სფეროებში: პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომიკა და სახელმწიფო მართვა.

"ვინაიდან წლევანდელი წლის ფერი ყვითელია, ფინანსური თვალსაზრისით ძაღლის წელი ცუდი არ უნდა იყოს. ნებისმიერი საქმის მიმართ სასურველი იქნება შემოქმედებითი და ახლებური მიდგომა. ეს საუკეთესო წელია ინტელექტუალური პროფესიების ადამიანებისთვის, ახალი პროექტებისა და წამოწყებებისთვის.  ძაღლი ეხმარება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავის, წარმატების მიღწევის სჯერა. ისინი, ვინც კარიერა არაკეთილსინდისიერი გზით გაიკეთეს, შესაძლოა რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ. ამასთან, შესაძლოა ბიუროკრატიზმმა იმატოს. მოსალოდნელია უფროსობასთან კონფლიქტები. სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პერსონალს, ასევე თანამდებობების პირებს რაც შეეხება, მათ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე მართებთ შეცდომების დაშვების კუთხით. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის დროს უნდა გამოვიყენოთ პრინციპი: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი", - აღნიშნა მან.

ვისთვის იქნება 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი - ასტროლოგის განმარტებით,  ძაღლის წელი, განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, პრაქტიკული და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის.

"ეს განსაკუთრებით კარგი წელია თავად ძაღლის წელში დაბადებული ადამიანებისთვის. ყველამ, ვინც ძაღლის წელშია დაბადებული, აუცილებლად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა ცხოვრების უკეთესი ეტაპის დასაწყებად. აღმოსავლური ჰოროსკოპიდან ამ წლის უდავო ფავორიტები ასევე იქნებიან: ვირთხა, მაიმუნი, ვეფხვი და ცხენი. ძაღლი საკმაოდ ლმობიერია და წესით, განსაკუთრებულად ცუდი წელი არცერთი ნიშნისთვის არაა მოსალოდნელი.

რაც ეხება დასავლურ ნიშნებს, წლის რჩეული მოერიელია. მათ ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ ახალი წამოწყებებისთვის. სასიკეთო წელია ეს ასევე წყლის სხვა წარმომადგენლებისთვის - კირჩხიბისა და თევზებისთვის, ასევე მიწის ნიშნებისთვის.  რაც ეხება ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებს, შესაძლოა მათთანაც ბევრი საინტერესო და სასიკეთო მოვლენა მოხდეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია", - განაცხადა ვაწაძემ.

როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის - სპეციალისტი გვირჩევს ახალ წელს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად შევხვდეთ.

"უმჯობესია, რომ 00:00 საათზე ძაღლის წელს სახლში, მხიარულ და ხალისიან გარემოში შევხდეთ. ამის შემდეგ, შეგვიძლია ახლობლებთან სტუმრობა, ან უბრალოდ გასეირნება. შეეცადეთ არ შეხვდეთ ახალ წელს მარტო ან მოწყენილად. აუცილებლად მონახეთ სადმე მხიარული თავყრილობა და  შეუერთდით მას, თუნდაც ქუჩაში, მთავარ ნაძვის ხესთან", - აღნიშნა ასტროლოგმა.

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა და გავაფორმოთ სახლი - ვაწაძე ამბობს, რომ წლის მთავარ სტუმარს გულუხვად უნდა გავუმასპინძლდეთ.

"საახალწლო სუფრა უნდა იყოს გაწყობილი ყვითელ და ზოგადად მხიარულ ფერებში. სასურველია სუფრაზე ყვავილებით სავსე ლარნაკიც იდოს. აუცილებლად მოამზადეთ შანდალი ყვითელი, ოქროსფერი ან ჩვეულებრივი, ეკლესიის სანთლით.  კარგი იქნება თუ სუფრზე იდება ძაღლის და ასევე მამლის გამოსახულების ფიგურები. სასურველია საახალწლო სუფრაზე ხორცეული გვქონდეს, ასევე სალათები და სხვა ხორცპროდუქტები. რაც შეეხება სახლის დეკორს, ყველაფერი შესაბამის ფერებში უნდა მოვრთოთ. შეეცადეთ ბევრი ყვითელი, ოქროსფერი ელემენტი გამოიყენოთ გაფორმებაში. თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, აუცილებლად დაამატეთ მას ცოცხალი ნაძვის რამდენიმე პატარა ტოტი, რომელიც დოვლათისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა. კარგი იქნება თუ ნაძვის ხეზე წითელ ლენტში გადახვეულ ფულის კუპიურებსაც ჩამოკიდებთ", - განაცხადა ქეთი ვაწაძემ.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს - ახალი წლის შეხვედრისას ტანსაცმლის რეკომენდირებული ფერი ყვითელია.

"სასურველია, ახალი წლის ღამეს ჩვენს ჩაცმულობაში ჭარბობდეს წლის მთავარი ფერი – ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, ყავისფერი, ნარინჯისფერი. არ არის აუცილებელი თავიდან ბოლომდე ამ ფერებში იყოთ ჩაცმულნი. სავსებიტ საკმარისია, ამ ფერების პატარა დეტალების შეტანაც", - განმარტა ასტროლოგმა და დასძინა, რომ "მთავარია, უკეთესი მომავლის რწმენა გქონდეთ".

და ბოლოს, "ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რაც გაგვახალისებს, გაგვაბედნიერებს და პოზიტიურ განწყობას შეგვიქმნის".

"ექსპრესნიუსი" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 

 

ბელა არუთინოვი




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics