19:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 21:23:42, 3002 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი - რატიანის საქმის კონტექსტში, სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი ეხებოდა  საპოლიციო კონტროლს  და საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვას. 

„ვისაუბრეთ კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის მიმართულებით და ასევე სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით. შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც დაანონსდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახში, ასევე, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და  ა. შ.“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოეტ ზვიად რატიანის საკითხსაც და უწყების სტრუქტურულ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით.

„რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ ზოგადად სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ, რადგან ამაზე ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი. რატიანი სამართალდამრღვევად ცნო დღეს სასამართლომ და ასევე მიმდინარეობს პროკურატურის მიერ გამოძიება. სანამ არ დასრულდება გამოძიება, მანამ შსს-ს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე გავაკეთებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით,  დღევანდელ შეხვედრაზე თემურ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
გვარამია - საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics