18:05 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 17:43:09, 3397 ნახვა

ეკონომიკა
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება დასრულდა

ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,არქიტექტურული ბიურო“ შეიმუშავა,  ბაკურიანში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები გაეცნენ.

ეკონომიკის  დოკუმენტაციის საჯარო განხილვაში ,,არქიტექტურული ბიუროს“ წარმოამდგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური.

ავტორთა ჯგუფმა  პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ შესრულებული  სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც   ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით  დისკუსია გაიმართა. საპროექტო ჯგუფის წევრებმა განმარტება  გააკეთეს გენგეგმის მოქნილი მექანიზმის შესახებ, რომლის თანახმადაც სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთები ღირებულებას არ კარგავს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიწის რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეგახსენებთ. რომ  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის  №1373 განკარგულების ,, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის  საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  გამოაცხადა კონკურსი,  ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის  შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა  შპს ,,არქიტექტურული ბიურო.“

 


(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics