01:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 17:11:38, 2822 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: როცა აკრძალვები და სიმკაცრეები შედეგს არ გაძლევს, ჯობია, მოხსნა და ადამიანები თავისუფლები იყვნენ

„როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის მთავარ თემას ის კანონპროექტი წარმოადგენდა, რომელზეც პარლამენტი მუშაობს.

"მე ვესაუბრე ჯგუფს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თემაზე, რომელიც უარღერად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ეს არის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე არის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარუ გამოსწორება ნარკოტიკების სტატისტიკაში არ მოიტანა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლის შედეგიც უკეთესი, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკის მაჩვენებლით არ არის და რომელიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს და ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობის და ლოიალირობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა, და შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს - როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი", - განაცხადა პრეზიდენტმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics