08:58 - 24 Apr, 2018
2017-12-29 12:56:52, 1527 ნახვა
ვასილ მაღლაფერიძე: ზვიად რატიანზე გაშვებული სიუჟეტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება დადებითი არ არის

საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი თემა პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით  პირველი არხის მიერ გავრცელებული ვიდეოა.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  განმარტება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ. მაღლაფერიძის  თქმით, მისი დამოკიდებულება ზვიად რატიანთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის მიმართ დადებითი არ არის. თუმცა, მაღლაფერიძე ამბობს იმასაც, რომ სტანდარტების დარღვევით მასალა სხვა არხებმაც გამოაქვეყნეს:

„მე ვიღებ პასუხისმგებლობას ბორდის წინაშე. ამავე დროს, კარგია, რომ ჟურნალისტები აქ არიან და იწერენ და მე არვიცი, როგორ გავა. მე მაქვს ჩემი დამოკდიებულება ამ სიუჟეტის მიმართ, ეს არ არის დადებითი, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია.პირველი არხიც მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი და უნდა გითხრათ, რომ ის, რაზეც ატეხილია ერთი ამბავი, შემიძლია წარმოგიდგინოთ, ეს გაუშვა ყველა არხმა, რომელსაც მე ამწუთში ინტერვიუს ვაძლევ.პირველი არხი ადებდა ცნობილ გამონათქვამებს სიგნალს და არის არხები, რომლებიც ამას უშვებდნენ სიგნალის გარეშე.მათ შორის ჩვენზე ადრე“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მას უპასუხა ბორდის წევრმა ქეთევან მსხილაძემ:

„ეს არ არის შეღავათი და გამართლება იმისა, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა.შეიძლება ბევრმა სხვა ტელევიზიამ გაუშვას, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელია არ  არის კომერციული ტელევიზია და უნდა გაითვალისწინოს ეს და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები“,-აღნიშნა ქეთევან მსხილაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ
სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა
კვირიკაშვილი: არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics