02:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 10:34:24, 2555 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მაღალი ნდობა ჰქონდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო საქმიანობის მიმართ

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და 2018 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას  ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გეგმავს 2018 წელს, ასევე, ხაზი გაუსვა როგორც ბიზნესის, ისე ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობას.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება 2018 წელს. როგორც იცით, თითქმის მილიარდი ლარითაა გაზრდილი 2018 წლის ბიუჯეტი, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, იზრდება გამოწვევებიც, ფართოვდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის სპექტრიც. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში იქნება სიახლეები. ასევე, მნიშვნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, თითოეული იმ რეფორმის მიმართ, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ," - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა იყოს ობიექტური, სამართლიანი და ამავე დროს, პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვის, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის განცხადებით,  2018 წელს გაგრძელდება ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ასევე, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით თანამშრომელთა გადამზადების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალგაზრდა კადრების სტაჟირების პროგრამები.   

 მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როლს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა, რომ მომავალ წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კუთხით.

(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics