23:27 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 19:22:16, 3984 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ახალი სათაო ოფისის და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა

25 წელი საქართველოსთან ერთად - „თიბისი ბანკმა“ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და 25 წლის განმავლობაში  განხორციელებული პროექტები და შედეგები გაუზიარა.

პრეზენტაციაზე ბანკის მენეჯმენტმა ახალი სათაო ოფისის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

„თბილისის ბიზნესი ცენტრი“- ასე ერქმევა კომპლექსს, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები,ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო.

ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის.

„თიბისის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ  გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ გარემოს შექმნის როგორც ინვესტორებისთვუს, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის.

პროექტის ავტორი  ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს.

შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შეიქმნა, როგორც არქიტექტორი ამბობს, შატილის მსგავსად, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად აერთიანებდა ყველაფერს, რაც სოფელს სჭირდებოდა.

„ასეთია თბილისის ბიზნეს ცენტრის შექმნის იდეაც. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავსვებისთვის და გაიხსნება რესტორნები“,-განაცხადა არქიტექტორმა.

პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და 2000 ადამიანზეა გათვლილი. ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს.

კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებაას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.

კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ისინი მაქსიმალურად  შეძლებენ შესაძლებლობების რეალიზაციას.

ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურუ კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის.

შესაძლებელი იქნება შეხვედრებისთვის  სივრცეების გამოყენება, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცუია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის.

ფრანს ვან ვუურეს განცხადებით, მათ რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს, საფუძვლიანად გამლოიკვლიეს ლოკაცია და ასევე შეისწავლეს  „თიბისის“, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომზადდება პროექტი, რომლის განხორციელებაში უკვე ესპანური კომპანია typsa  ჩაერთვება.

Typsa  მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა, მაგალითად, მათ მიერ არის აშენებული ქალაქ მადრიდში სანტანდერ ჯგუფის ახალი სათავო ოფისის კომპლექსი.

Typsa-ს გლობალური დირექტორის ანტონიო კაპალა მატარედონას თქმით, „თიბისი ბანკის“ ახალი ოფისის იდეა მთლიანად ინოვაციურ და კრეატიულ ტექნოლოგიებს ეფუძნება, ამავდროულად ის არის გამჭვირვალე და ღია, ისეთი როგორის უნდა იყოს საფინანსო სერვისები მომწოდებელი ორგანიზაცია 21-ში საუკუნეში.

პროპექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

 

(R)








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics