18:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 16:20:03, 3624 ნახვა

პოლიტიკა
ლიტვამ შესაძლოა საქართველოს ავთენტური სახელწოდება დააკანონოს - განიხილება რამდენიმე ვერსია

ლიტვის სეიმის სპიკერის, ვიქტორას პრანცკეტისის ინფორმაციით, 2018 წელს, ლიტვური სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტვამ, შესაძლოა, საქართველოს ავთენტური სახელწოდება დააკანონოს, - ამის შესახებ LRT იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ლიტვური ენის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალი სახელწოდება ლიტვურ ენაზე შეიძლება ჟღერდეს, როგორც - "ქართველია“, "ქართველა“, "საქართველია“ ან "საქართველა“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები ლიტვაში უკვე 10 წელია მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ახალმა ხელმძღვანელმა აუდრის ანტანაიტისმა მხარი დაუჭირა სეიმის სპიკერის ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ სეიმიდან ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ წინადადებას ელოდება. ანტანაიტისმა დასძინა, რომ თუ ახალი სახელწოდება დამტკიცდება, მას ძველთან ერთად მეორე ვარიანტის სახით გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში ვიზიტით ჩამოსულ ლიტველ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, რომ ტექსტებში საქართველო "გეორგიად" ან "საქართველოდ" მოიხსენიონ. 

ცნობისთვის, საქართველოს ლიტვურ ენაზე ”გრუზიას” ეძახიან. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics