05:27 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 17:21:03, 4032 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში ხმაურია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახიდან ძლიერი ხმაურისა და დაპირისპირების ხმა ისმის.

 ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განეხილათ.

სხდომა სამ საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ქვორუმის არ არსებობის გამო,  ვერ დაიწყო.

საქმე იმაშია, რომ კომიტეტის აპარატის წარმომადგენელის  ინფორმაციით,   7 დეპუტატი  ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტზე დასწრებას არ აპირებს.

ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.

სათათბირო ოთახში იმყოფება ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც. სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვსობაა.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში.

კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics