19:36 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 10:41:52, 2592 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2017 წელს უკვე მეორედ გაიმართა. 

სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თავმჯდომარეობდა, ხოლო კერძო სექტორიდან შეხვედრას მოდერატორობას უწევდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა ხვედელიანი.

„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მოვისმინეთ საბჭოს წევრებისგან გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად აისახება საბოლოო ცვლილებების პროექტში. ასევე განვიხილეთ მცირე და საშუალო ბიზნესის 2018-2020 წლების სტრატეგია, სადაც მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის ზრდას და განვითარებას“, - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაარსდეს ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო, რაც გენადი არველაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ჩვენ კერძო სექტორთან ერთად  ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული გზები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო და საშუალო მეწარმეობა საქართველოში“, - აღნიშნა არველაძემ.

კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭო 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მის შემადგენლობაში არიან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია კერძო სექტორთან დიალოგის წარმოების ხელშეწყობა, არსებობის შემთხვევაში კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება და ა.შ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics