08:36 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 20:50:58, 1728 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: გვაქვს ამბიცია, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ

„ჩვენ გვაქვს მეტის ამბიცია, გვაქვს იმის ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. შესაბამისად, დავტოვეთ ზუსტად იგივე საფუძვლები, ასე ვთქვათ, გასაიდუმლოების",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის მე-18 მუხლზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცებულ რედაქციაში მოცემული ჩანაწერი როგორც ხელმისაწვდომობის, ასევე, სახელმწიფო ინტერესებს უზრუნველყოფდა, თუმცა, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან იყო გარკვეული რეკომენდაციები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზება გაზიარებულ არ იქნა.

„ჩვენ მათი შემოთავაზება არ გავიზიარეთ, ამას პირდაპირ ვიტყვი. მათი შემოთავაზება იყო, რომ   კონსტიტუციაში ევროკონვენციის ჩანაწერი ე.წ. სამწვეროვანი ტესტი გაგვემეორებინა, რაც. რა თქმა უნდა, თავისთავად ლეგიტიმურია, ევროკონვენციაშია ასახული, თუმცა ჩვენ გვაქვს მეტის ამბიცია, გვაქვს იმის ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ საქართველოში ხელმისაწვდომობის უფლება. შესაბამისად, დავტოვეთ ზუსტად იგივე საფუძვლები, ასე ვთქვათ, გასაიდუმლოების. ეს არის, კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოება. ერთადერთი, რაც შეიცვალა ამ კონსულტაციების საფუძველზე, არის ის, რომ დაზუსტდა ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების წესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ნიშნავს, კერძოდ, დგინდება, რომ გარკვეულ ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი მხოლოდ სამ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს.

„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესი, აუცილებელი ინტერესი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი და  სამართალწარმოების ინტერესები. ეს დღესაც ასეა, მოქმედ კანონმდებლობაში. ეს დღესაც ასეა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. დღესაც არის საიდუმლოდ, გამოცხადებული, მაგალითად, თათბირის საიდუმლოება სასამართლოში, მაგალითად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალები. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეების მასალების ძალიან დიდი ნაწილი. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაზუსტებული, რაც ნიშნავს სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო გარკვეული შემოთავაზება, თუმცა ჩვენ არსებითად ძალაში დავტოვეთ ის ჩანაწერი, რომელიც აქამდეც იყო დამტკიცებული კონსტიტუციაში",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

აქვე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ექვსთვიანი მუშაობის პერიოდში არ დასმულა, რაც მისი შეფასებით, სამწუხარო მოვლენაა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცედურა დარღვეული არ არის.

„დამატებითი კომენტარებისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებ. პროცედურა დარღვეული არ არის.  ზედმიწევნით მივყვებით პროცედურებს. ვითვალისწინებთ იმას, თუ რა შეიძლება განისაზღვროს პირველი მოსმენის დროს, რა შეიძლება შეიცვალოს მეორე მოსმენის დროს, შემდეგ, მესამე მოსმენის დროს. ეს პროცედურები, რომლებიც არის დადგენილი კონსტიტუციით და რეგლამენტით, არის ზედმიწევნით დაცული",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics