13:19 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 18:41:45, 1825 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატების თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.

ბიუჯეტის პროექტით შემოსავლები ჯამურად 810 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, გადასახადები - 250 მლნ, სადაც საშემოსავლო გადასახადები 90 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ქონების გადასახადი - 160 მლნ ლარს.

გარდა ამისა, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით, 14 000.0 ათასი ლარი მეტროს ვაგონის ორი ახალი შემადგენლობის შესაძენად გამოიყოფა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics